ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №132
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით;
ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 6500 (ექვსიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2100 (ორიათას ასი) ლარის ოდენობით;
დ) მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 35%-ით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
- „ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ მიღებულია 05.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №132. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018541.
- სად არის „ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“, №132, 05.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018541 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2726151/