„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/55 |
|
2015 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016187, 10.07.2012) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „4. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებია: ა) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი; ბ) პროფესიული მომზადების ცენტრი; გ) აკადემიის ბიბლიოთეკა. 5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) რექტორის აპარატი; ბ) ISO სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახური; გ) იურიდიული დეპარტამენტი; დ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახური; ვ) პრაქტიკის უზრუნველყოფის სამსახური; ზ) კანცელარია; თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ი) მატერიალური რესურსების მართვის სამსახური; კ) შეფასებისა და გამოცდების სამსახური; ლ) კულტურისა და სპორტის სამსახური; მ) უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის კონტროლის სამსახური; ნ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური.“. 2. წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი და მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის რექტორი, რექტორის მოადგილეები, გარდა პირველი მოადგილისა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და ფაკულტეტების საბჭოების ორ-ორი წარმომადგენელი.“. 3. წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) ანიჭებს ემერიტუსის სტატუსს. ემერიტუსის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება სენატის მიერ.“. 4. წესდების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. სენატის სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სენატის მდივანი. სენატის მდივანის ფუნქციები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით.“. 5. წესდების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. აკადემიის აკადემიური პერსონალი 1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან და ასისტენტებისგან. 2. პროფესორების შემადგენლობას განეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს ან/და წარმართავს სასწავლო პროცესს. 4. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და საათობრივი დატვირთვის განაწილების წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიის სენატი.“. 6. წესდების 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სენატის მიერ. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. 4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, სენატის მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების უფლება ასევე აქვს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს, რომლის კომპეტენცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.“. 7. წესდების 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. მასწავლებელთა მოწვევა 1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული უფლებამოსილია სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის რექტორს წარუდგინოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის კანდიდატურა, რომლის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რექტორი ან/და მასწავლებელთა მოწვევის მიზნით აკადემიაში ცხადდება ღია კონკურსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს აკადემიის სენატი.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|