„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010220020.16.009.016611
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2023 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებით  (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge; 14/09/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016224) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველა იმ საორგანიზაციო საკითხის გადაწყვეტას, რომელიც გათვალისწინებულია ამ დებულებით (ღია ან გამარტივებული კონკურსის ჩატარების შეტყობინების გამოქვეყნება და მასში ცვლილების შეტანა, შესაბამისი განაცხადების მიღება-დამუშავება, კონკურსის შედეგების თაობაზე შეტყობინებების გაგზავნა, საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისიის საოქმო უზრუნველყოფა და ა.შ.), უზრუნველყოფს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში სავალდებულო წესით შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები, აგრეთვე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკონკურსო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნენ კომისიაში დასაქმებული სხვა პირებიც.“.

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ოქმს აწარმოებს საკონკურსო კომისიის წევრი ან არაწევრი კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენელი.“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. კანდიდატის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა

1. ღია კონკურსის პირველი ეტაპია კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რასაც უზრუნველყოფს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. საკონკურსო განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარუდგენს საკონკურსო კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება საკონკურსო კომისიის წევრების ხელმოწერით.“.

5. მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ვალდებულია, მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ხელახლა შეისწავლოს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს საკონკურსო კომისიასა და კანდიდატს.

4. კანდიდატს, რომლის მიერ წარდგენილი განაცხადიც აკმაყოფილებს კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი გონივრულ ვადაში ატყობინებს ღია კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე.“.

6. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. გამარტივებული კონკურსის ჩატარება

1. განაცხადების გადარჩევას ახორციელებს კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

2. განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

3. გამარტივებული კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე