📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2015
ძალაში შესვლა 01.03.2015
გამომცემი ორგანო N
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,090 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2015 მიღება
01.03.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
3 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები)
4 სასტუმროები
5 საავადმყოფოები
6 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
7 სტადიონები, სპორტულ -გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ​2
8 სასურსათო საქონლის მაღაზიები
9 სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
10 აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ​2
11 ბენზინგასამართი/გაზგასამართი სადგურები
12 სადალაქოები და სილამაზის   სალონები
13 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
14 რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები
15 საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 96% 01.02.2017 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 18.07.2018 სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.08.2017 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.07.2023 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2015 წლის 16 თებერვალი ქ.დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 12​1 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗  1. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.37 (ოცდაჩვიდმეტი) თეთრით თვეში.    2. ფიზიკური პირებისათვის,  რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან მასზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.30  ლარით თვეში.   3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. მუხლი 3🔗   იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗  ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №56 დადგენილება (ს/კ210020020.35.152.016162). მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ძალაშია 2015 წლის პირველი მარტიდან.                 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი დანართი N1 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი აწესრიგებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;   2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.   3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი 1. მოსაკრებლის გადამხდელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი 1. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გაიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.   2. გადამხდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.   4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ.   5. მოსახლეობაში ნარჩენების წარმომქმნელ პირთა რაოდენობის შეცვლისას,  მიმდინარე თვის მოსაკრებელი დაიფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.   6. მესაკუთრის შეცვლისას, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.   7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.   2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.   3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს გამგეობის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან - საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.   4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან - გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით;   5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.   6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.   7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტისას, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი გადახდა ხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე;     2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. დანართი N2 დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის N საქმიანობა ზომის ერთეული წლიური დაგროვების ნორმა მ​3       განაკვეთი თვეში (1 მ​3 – 6,126ლ.) 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები საერთო ფართის 1 მ​2 0,04    0,020 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,040 3 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები) ერთ მოსწავლეზე 0,198 0,101 4 სასტუმროები მომსახურების ერთი საწოლი 1,72 0,878 5 საავადმყოფოები      ერთი საწოლი 1,157 0,590 6 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართის 1 მ​2 0,12 0,061 7 სტადიონები, სპორტულ -გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ​2 5000 მ​2-მდე 0,02 0,010 5000 მ​2-დან – 15000 მ​2-მდე 0,015 0,007 15000 მ​2-დან – 50000 მ​2-მდე 0,008 0,004 50000 მ​2-ზე მეტი 0,006 0,003 8 სასურსათო საქონლის მაღაზიები       სამუშაო ფართის 1 მ​2 0,50 0,255 9 სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,25 0,127 10 აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ​2 ყოველდღიურად მომუშავე    0,1 0,051 კვირაში ერთ დღეს მომუშავე 0,024 0,012 11 ბენზინგასამართი/გაზგასამართი სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,005 0,002 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,040 12 სადალაქოები და სილამაზის სალონები     საერთო ფართის 1 მ​2 0,35 0,178 13 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,25 0,127 14 რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები   ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,4 1,225 15 საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,96 0,490 16 საცხობები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,26 0,132 17        საავტომობილო სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,008 0,004 დახურული ფართის 1მ​2 0,08 0,040 18 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,008 0,004 19 არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები: ღია ფართის 1 მ​2        50000 მ​2-მდე 0,005 0,002 50000 მ​2-დან – 150000 მ​2-მდე 0,003 0,0015 150000 მ​2-დან – 200000 მ​2-მდე 0,0025 0,0012 200000 მ​2-ზე მეტი 0,0003 0,000153 20 მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები      ერთი საწოლი 1,157 0,590 21 ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ-მომსახურების ადგილები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 0,010 დახურული ფართის 1 მ​2 0,14 0,071 22 სამხედრო ნაწილები ერთი ადგილი 0,8 0,40 23 სკოლა-პანსიონები Mმომსახურების ერთი საწოლი 1,72 0,878 24 ჯართის მიმღები პუნქტები საერთო ფართის 1 მ​2 0,01 0,005 შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ,,ტარიფი’’ – 1 მ​3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი.