საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2015
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი, საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 17 თებერვალი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი, ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №47 დადგენილება
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა.
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა )განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1.
საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული გაწეული მუშაობისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
2.
ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრები (რაც დადასტურებული იქნება შეხვედრაზე შედგენილი ოქმით). აგრეთვე კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატს წარუდგინონ საკრებულოს წევრების სხდომაზე დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი წინა თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს თანდართული სიით და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს, რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3.
საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 30 (ოცდაათი) ლარი.
4.
საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს, მაგრამ თუ გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ აცნობა, სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინაარმდეგ სემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5.
თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
№
საკრებულოს წევრი, საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი
ყოველთვიურად განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ლარი)
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება.
500