„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3101-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.017610
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

 მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) 72-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი, რომელზედაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელს, რომელიც 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 ივლისამდე, ამ კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად საქართველოში წარადგინოს განაცხადი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3101-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2015.
როდის იქნა მიღებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3101-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.05.001.017610.
რამდენი მუხლისგან შედგება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3101-IIს, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017610 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2737441/