📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2015
ძალის დაკარგვა 08.02.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.171.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,986 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2015 მიღება
08.02.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2015 წლის 20 თებერვალი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ       საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების  თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016020)მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი 1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი    ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში, პირის მოთავსების თანადაფინანსების წესსა  და პირობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარების პროგრამები: ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა; ბ)  ვეტერანთა დახმარების პროგრამა; გ) შეჭირვებულ  მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა; დ)  იძულებით გადაადგილებულ პირთა  დახმარების პროგრამა; ე)  მძიმე საცხოვრებელ პირობებში  მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა; ვ) ხანდაზმულთა  დახმარების პროგრამა; ზ) უსინათლო პირების  ერთჯერადი   დახმარების პროგრამა; თ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების პროგრამა; ი) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა. კ) ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა მუხლი 2🔗. მატერიალური  სოციალური დახმარების  სახეები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის  ფულადი სოციალური დახმარება: 1.საქველმოქმედო ასოციაცია „ გურია“ 2.მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; 3.სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის“ მზის სხივი“ პროგრამული ცენტრის დაფინანსება; 4.ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა. მუხლი 3🔗. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16 01) პროგრამის მიზანია:   ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში “სარეიტინგო ქულით  57 001-დან 150 001- მდე მიიღებენ დახმარებას თითოეულ ბავშვზე  25 ლარის ოდენობით. მონაცემები ცვალებადია. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.   1,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით  0-დან   57 001-მდე, უფლება აქვთ მიიღონ ფულადი დახმარება  100 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამჯერ(საახალწლოდ,სააღდგომოდ და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით) სულ 300 ლარი. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება. 3.პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლის განცხადება; ბ)ბავშვების დაბადების მოწმობები.(ასლი); გ)სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობა ოჯახის სარეიტინგო  ქულის შესახებ; დ)მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები(ასლი); ე)ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი)-(ასეთი არსებობის შემთხვევაში); ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი, დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ვეტერანთა დახმარების  პროგრამა             (პროგრამული კოდი 06 02 15 06) პროგრამის  მიზანია: 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანებისათვის 1941-1945წწ.  9 მაისს  (ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი აღსანიშნავად) ერთჯერადი  მატერიალური  დახმარება  100  ლარის ოდენობით. 2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის,  2008 წელს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით. 3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლეებში დაღუპულთა, ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება  100 ლარის ოდენობით.                 პროგრამის სუბიექტი:           ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის ვეტერანები და მათი ოჯახები.      პროგრამის სარგებლობის მსურველი ოჯახების სრულწლოვანმა წევრმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს:            1. განცხადება;            2. მემკვიდრის პირადობის მოწმობა (ასლი);            3. მემკვიდრეობის დამადასტურებელი  დოკუმენტი;            4. ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;            5. მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიში            6. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან      ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5🔗. ვეტერანთა  სარიტუალო მომსახურების პროგრამა      ( პროგრამული კოდი  06 02 17 )       პროგრამის მიზანი:         გარდაცვლილ  ვეტერანთა ოჯახებისათვის ხარჯის გაწევა, თითოეულ შემთხვევაში  250 ლარი ოდენობით.          დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:             1.მემკვიდრის განცხადება;             2.პირადობის მოწმობის ასლი;             3.ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;             4.ვეტერანის დამადასტურებელი პლასტიკური ბარათი;             5.მემკვიდრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;             6.თანხის მიმღების საბანკო ანგარიში;              7. ცნობა საცხოვრებელი  ადგილიდან. მუხლი 6🔗. შეჭირვებულ  მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა   (პროგრამული კოდი   06 02  04 01)             პროგრამის  მიზანია:    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ, მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში  განაგრძობს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას და სოციალური პროგრამების განხორციელებას. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების პროგრამებს.               პროგრამის სუბიექტი: 1.       ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ფაქტობრივად მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად დაუცველ ერთიან მონაცემთა ბაზაში 57 001-დან 150 001-მდე ქულით ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უნაღდო ანგარიშსსწორებით,  პირად ანგარიშზე  ჩარიცხვით, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით.   2.       ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ფაქტობრივად მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად დაუცველ ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150 001-მდე ქულით, წარმოდგენილი  ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, წილობრივი გადასახდელი თანხიდან, გაეწევათ დახმარება:               ა)  0-დან 500 ლარამდე   -   70% დაფინანსებით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.                ბ)  501-ლარიდან-1500 ლარამდე   -- 400 ლარის ოდენობით.              გ) 1501-ლარიდან ზემოთ    -  500 ლარის ოდენობით.      პროგრამით სარგებლობის მსურველმა  მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მოქალაქის განცხადება; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა 4.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია(ანგარიშ-ფაქტურა) 5.“სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახების სარეიტინგო ქულის ამონაწერი. 6.ანგარიშის ნომერი. მუხლი 7🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების  პროგრამა    (პროგრამული კოდი    06 02 15  03) პროგრამის მიზანი:            ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრებ (სამაჩაბლო-აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი  მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა. პროგრამის სუბიექტი: 1. კომუნალური  გადასახადებისა და  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით,  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები, თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, 200 ლარის ოდენობით; 2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, გარდაცვლილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით; 3. ექსტრემალურ სიტუაციაშო სამედიცინო  მომსახურების, როგორც დაფინანსება ასევე თანაგადახდა 300 ლარის ოდენობით  ფ/100-ის ან ანგარიშ- ფაქტურის წარმოდგენის  საფუძველზე. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს: ა) დახმარება კომუნალური გადასახადებსა და საყოფაცხოვრებო პირობებისათვის; 1. დევნილის განცხადება; 2.განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); 3.იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი); 4. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; 5.თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი. ბ) სარიტუალო ხარჯებისათვის; 1. განცხადება; 2.განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი); 3.გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); 4. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; 5.თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი. გ) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისათვის; 1. დევნილის განცხადება; 2.დევნილის პირადობა და დევნილის დამადასტურებელი მოწმობა.(ასლები); 3.ოჯახის სარეიტინგო ქულა (არსებობის შემთხვევაში) 4.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №4 -100/ა; 5. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია(ანგარიშ-ფაქტურა); 6.ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; 7. საბანკო ანგარიშის ნომერი.  ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მძიმე საცხოვრებელ პირობებში  მყოფი   ოჯახების დახმარების პროგრამა.   ( პროგრამის კოდი  06  02 15  02)     პროგრამის მიზანია:          ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიური მოვლენების შედეგად  დაზარალებულთა  და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მოქალაქეთა  დახმარება. 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მცხოვრები და რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და შექმნა, პირველადი მოთხოვნილების საქონლის შეძენა (არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით);ასევე ბინის ქირით უზრუნველყოფა (არაუმეტეს 125 ლარისა) პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია,  შესაბამისად მუხლისა: 1.განცხადება; 2.პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); 3. საბანკო ანგარიში; 4.ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;     ბინის ქირავნობის (არაუმეტეს 125ლარის) სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: 1.განცხადება; 2.ბინის გამქირავებლის განცხადება; 3.ბინის მქირავებლის განცხადება; ცნობა განმცხადებლის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შესახებ; 4.ბინის მეპატრონის პირადობის (ასლი); 5.დოკუმენტი ბინის მფლობელობის შესახებ; 6.ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიში. 7. ხელშეკრულება ბინის მფლობელსა და დამქირავებელს შორის. მუხლი 9🔗. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა   (პროგრამული კოდი 06 02 15 01) პროგრამის მიზანია: 100 და 100-ზე მეტი წლის მოქალაქეთა  ერთჯერადი (200 ლარი) მატერიალური დახმარება. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განცხადება; 2  პირადობა(ასლი); 3.ცნობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შესახებ; 4. საბანკო ანგარიში. მუხლი 10🔗. უსინათლო-განსაკუთრებული საჭიროების მქონე  პირთა   ერთჯერადი დახმარების პროგრამა.     ( პროგრამული კოდი 06  02 04 03 )  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრებ უსინათლო,  პირველი ჯგუფის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა, ერთჯერადი  მატერიალური დახმარება.(150 ლარი)        პროგრამით სარგებლობის მსურველმა   მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:           1.განცხადება;     2. მხედველობით განსაკუთრებული  საჭიროების მქონე  პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;.           3. ცნობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრაციის შესახებ;           4.ჯანმრთელობის ცნობა ფორმა  100           5.საბანკო ანგარიში.  მუხლი 11🔗. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა                             (პროგრამული  კოდი   06 02 04 02)    პროგრამა მიზანია : ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერ.   პერიტონალურ შემთხვევაში( ტრანსპორტირების თანხა  ბენეფიციარზე)-ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა   მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განცხადება; 2. ცნობა  დიალიზის პროგრამით მოსარგებლის შესახებ( ფორმა №100), სტაციონარის მიერ გაცემული; 3. პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი); 4. თანხის მიმღების საბანკო ანგარიში; 5. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 12🔗. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა  (პროგრამული  კოდი  06. 02. 16 02) პროგრამის მიზანია: ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი  მატერიალური დახმარება (300 ლარის ოდენობით).         პროგრამით სარგებლობის მსურველმა   მოქალაქემ  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1.მეურვის განცხადება; 2.მეურვის პირადობის ასლი; 3.ცნობა მეურვეობის შესახებ; 4.ბავშვის დაბადების მოწმობის(ასლი); 5.მშობლების გარდაცვალების მოწმობები; 6.ცნობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შესახებ; 7.საბანკო ანგარიში; ფულადი სახის დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 13🔗. საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“    (პროგრამული   კოდი       06.02.04.04) პროგრამის მიზანი: ა) საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ დღის ცენტრში  მოხდება 18 წელს გადაცილებული 12 ბენეფიციარის მომსახურება; ბ) ბენეფიციართა  სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დ) ბენეფიციართა ყოველდღიური უზრუნველყოფა 2-ჯერადი კვებით; ე) კომუნალური მომსახურების ხარჯები; ვ) სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, პროფესიული და სხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარება; ზ) სარეაბილიტაციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. მუხლი 14🔗. სოციალურად დაუცველ ბავშვთა  დღის ცენტრის პროგრამული  თანადაფინანსება   (პროგრამული კოდი  06  02 15 04) პროექტის მიზანი:   სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრში „მზის სხივი“ მოხდება უკიდურესად შეჭირვებული 16 ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსება.       ა) სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ანაზღაურება;      ბ) კომუნალური მომსახურების ხარჯები; (შუქი, გაზი, წყალი, ინტერნეტი,ტელეფონი,);      გ) დაცვისა და იჯარის ხარჯები;      დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები;      ე) საკანცელარიო და საოფისე ინვენტარის  შეძენისა და მომსახურების ხარჯები;      ვ) ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად მოხდება ხარჯების ანაზღაურება. მუხლი 15🔗. მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზუნველყოფის პროგრამა     ( პროგრამული კოდი 06 02 15 05)       პროგრამის მიზანია:   ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი კვება.       პროგრამის სუბიექტი:    ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები  უკიდურესად შეჭირვებული  მოქალაქეების ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარების მიზნით, მათი ყოველდღიური, ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.    პროგრამა განხორციელდება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. პროგრამის დაფინანსება, თანხის გაცემა ხდება ყოველთვიურად, ლიმიტის ფარგლებში. მუხლი 16🔗. ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა.           ( პროგრამული კოდი 06 02 15 07) პროგრამის მიზანია:     26 ხანდაზმული ბენეფიციარის დაკმაყოფილება საბაზისო პირობებით:     ხანდაზმულთა თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარები ძირითადად სოციალურად დაუცველები არიან, მათი მოვლა და პატრონობა, მათზე მზრუნველობა, სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ  მიმართულებას წარმოადგენს.    პროგრამა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა თავშესაფარში,  მოთავსებული ბენეფიციარების მომსახურების სუფსიდირებას,კერძოდ, ქალაქ ოზურგეთში, მეცნიეირების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით დაფინანსებას. თავი III სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება . სამსახური პასუხისმგებელია პროგრამით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე და ინფორმაციის დაცვაზე. მუხლი 18🔗. ბენეფიციართა მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. 1. ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერს. მიღებული განცხადებები, დადგენილი წესით ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისათვის. 2. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში  სამსახური უზრუნველყოფს  განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე. მუხლი 19🔗. გადაწყვეტილების მომზადება. 1. დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული  შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.    2.   სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესწორებები ბენეფიციართა საქმეებში. მუხლი 20🔗. დახმარებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. 1.  დახმარების გაცემისა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, და დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მერის ბრძანების საფუძველზე.  3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე მერი უფლებამოსილია, გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.