ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2016 წლის 1 თებერვალი ქ. ოზურგეთი |
|
ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა;
ბ) ვეტერანთა დახმარების პროგრამა;
გ) შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;
ე) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა;
ვ) ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა;
ზ) უსინათლო პირების ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
თ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების პროგრამა;
ი) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა;
კ) ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
ლ) კომუნალური სუფსიდირება;
მ) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის კვლევის დაფინანსება.
ნ) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება, ბინის ქირით უზრუნველყოფა;
ო) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ფინანსური დახმარება.
1. საქველმოქმედო ასოციაცია „ გურია“;
2. მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
3. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის „მზის სხივი“ პროგრამული ცენტრის დაფინანსება;
4. ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა.
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „სარეიტინგო ქულით 57 0001-დან 150 0001-მდე მიიღებენ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. მონაცემები ცვალებადია. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.
(რაოდენობა 13) მონაცემები ცვალებადია.
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 57 0001-მდე, უფლება აქვთ მიიღონ ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამჯერ(საახალწლოდ,სააღდგომოდ და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით) სულ 300 ლარი.
(რაოდენობა 19) მონაცემები ცვალებადია.
ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.
3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლის განცხადება;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი);
გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი);
ე) ქორწინების მოწმობა (ასლი);
ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი, დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე.
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანებისათვის 1941-1945 წწ. 9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად) ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით (რაოდენობა – 6 ვეტერანი).
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 2008 წელს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, 3 ოჯახი.
3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლეებში დაღუპულთა, ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, 4 ოჯახი.
პროგრამის სუბიექტი:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის ვეტერანები და მათი ოჯახები.
პროგრამის სარგებლობის მსურველი ოჯახების სრულწლოვანმა წევრმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება;
2. მემკვიდრის პირადობის მოწმობა (ასლი);
3. მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;
5. მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიში.
ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახებისათვის ხარჯის გაწევა, თითოეულ შემთხვევაში 250 ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მემკვიდრის განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
4. ვეტერანის დამადასტურებელი პლასტიკური ბარათი;
5. მემკვიდრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. თანხის მიმღების საბანკო ანგარიში.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ, მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას და სოციალური პროგრამების განხორციელებას. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების პროგრამებს.
პროგრამის სუბიექტი:
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველ ერთიან მონაცემთა ბაზაში 57 001-დან 150 001-მდე ქულით, უნაღდო ანგარიშსსწორებით, პირად ანგარიშზე ჩარიცხვით, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით.
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთ ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150 001-მდე ქულით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, წილობრივი გადასახდელი თანხიდან გაეწევათ დახმარება:
ა) 0-დან 500 ლარამდე – 70% დაფინანსებით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
ბ) 501-ლარიდან-1500 ლარამდე – 400 ლარის ოდენობით.
გ) 1501-ლარიდან ზემოთ – 500 ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მოქალაქის განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა;
4. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია(ანგარიშ-ფაქტურა);
5. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახების სარეიტინგო ქულის ამონაწერი;
6. ანგარიშის ნომერი.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (სამაჩაბლო-აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრულველყოფა (დარეგისტრირებულია 28 იძულებით გადაადგილებული პირი).
პროგრამის სუბიექტი:
1. კომუნალური გადასახადებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები, თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, 200 ლარის ოდენობით;
2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ, გარდაცვლილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით;
3. კლინიკაში სამედიცინო მომსახურების როგორც დაფინანსება, ასევე თანაგადახდა 300 ლარის ოდენობით ფორმა 100-ისა ან ანგარიშ- ფაქტურის წარმოდგენის საფუძველზე.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს:
ა) დახმარება კომუნალურ გადასახადებსა და საყოფაცხოვრებო პირობებისათვის;
1. დევნილის განცხადება;
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
3. იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი);
4. თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ) სარიტუალო ხარჯებისათვის;
1. განცხადება;
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი);
3. გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
4. თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი.
გ) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისათვის;
1. დევნილის განცხადება;
2. დევნილის პირადობა და დევნილის დამადასტურებელი მოწმობა.(ასლები);
3. ოჯახის სარეიტინგო ქულა (არსებობის შემთხვევაში);
4. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №4 -100/ა;
5. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია(ანგარიშ-ფაქტურა);
6. საბანკო ანგარიშის ნომერი.
ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მოქალაქეთა დახმარება.
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები და რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და შექმნა, პირველადი მოთხოვნილების საქონლის შეძენა (არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით);
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია, შესაბამისად მუხლისა:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
3. საბანკო ანგარიში;
4. სამუშაო ჯგუფის დასკვნა.
100 და 100-ზე მეტი წლის მოქალაქეთა ერთჯერადი (200 ლარი) მატერიალური დახმარება. (რაოდენობა 5 ხანდაზმული)
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობა(ასლი);
3. დაბადების მოწმობა;
4. საბანკო ანგარიში.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის მქონე ერთჯერადი ფულადი დახმარება (150 ლარი), (რაოდენობა – 30 ბენეფიციარი) მონაცემები ცვალებადია.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. მხედველობით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. საბანკო ანგარიში.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერ.
პერიტონალურ შემთხვევაში (ტრანსპორტირების თანხა) – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, გაიცემა 2 ბენეფიციარზე.
(დარეგისტრირებულია 17 ბენეფიციარი) წელიწადში ერთხელ პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. ცნობა დიალიზის პროგრამით მოსარგებლის შესახებ (ფორმა 100), სტაციონარის მიერ გაცემული;
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
4. თანხის მიმღების საბანკო ანგარიში;
ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება (300 ლარის ოდენობით).
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მეურვის განცხადება;
2. მეურვის პირადობის ასლი;
3. ცნობა მეურვეობის შესახებ;
4. ბავშვის დაბადების მოწმობის(ასლი);
5. მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
6. საბანკო ანგარიში.
ფულადი სახის დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
„C“ ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიების ჩასატარებლად აუცილებელია დაავადების სტადიის გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ჩართული იქნენ სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამაში, თითო ბენეფიციარისათვის თანხა შეადგენს 330 ლარს, გადახდა განხორციელდება დაავადების სირთულის შესაბამისად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია.
1. სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV-100/ა;
2. შესაბამისი კლინიკიდან ანგარიშ-ფაქტურა;
3. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესახებ;
4. ცნობა, რომელიც არ მოიძებნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.
ბინის ქირავნობის(არაუმეტეს 125 ლარის) სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს;
1. განცხადება;
2. ბინის გამქირავებლის განცხადება;
3. ბინის დამქირავებლის განცხადება;
4. ბინის მეპატრონის პირადობის (ასლი);
5. დოკუმენტი ბინის მფლობელობის შესახებ;
6. ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიში;
7. ხელშეკრულება ბინის მფლობელსა და დამქირავებელს შორის.
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს:
1. მშობლის განცხადება;
2. ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);
3. მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი);
4. ქოწინების მოწმობა (ასლი);
5. ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
1. განცხადება;
2. წინა გადახდის ქვითარი (იდენტიფიკაციისათვის);
3.ოჯახის სარეიტინგო ქულა.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2.განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ჯანმრთელობის ცნობა ფ/N 100 რეაბილიტაციის კურსისათვის კლინიკაში წარსადგენად;
4. საბანკო ანგარიში.
ასევე პროგრამა ითვალისწინებს სუფსიდირებას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებული ბენეფიციართა მომსახურების დასაფინანსებლად.
ა) საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ დღის ცენტრში მოხდება 18 წელს გადაცილებული 12 ბენეფიციარის მომსახურება;
გ) ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
დ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ე) ბენეფიციართა ყოველდღიური უზრუნველყოფა 2-ჯერადი კვებით;
ვ) კომუნალური მომსახურების ხარჯები;
ზ) სამეურნეო-საყოფაცხოვებო, პროფესიული და სხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარება;
თ) სარეაბილიტაციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრში „მზის სხივი“ მოხდება უკიდურესად შეჭივრებული 16 ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსება.
ა) სანიტარიულ-ჰიგიენიური მომსახურების ანაზღაურება;
ბ) კომუნალური მომსახურების ხარჯები (შუქი, გაზი, წყალი, ინტერნეტი,ტელეფონი,);
გ) დაცვისა და იჯარის ხარჯები;
დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები;
ე) საკანცელარიო და საოფისე ინვენტარის შეძენისა და მომხახურების ხარჯები;
ვ) ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად მოხდება ხარჯების ანაზღაურება.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი კვება.
პროგრამის სუბიექტი:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად შეჭივრებული მოქალაქეების ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარების მიზნით, მათი ყოველდღიური, ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
პროგრამა განხორციელდება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. პროგრამის დაფინანსება, თანხის გაცემა ხდება ყოველთვიურად, ლიმიტის ფარგლებში.
26 ხანდაზმული ბენეფიციარის დაკმაყოფილება საბაზისო პირობებით:
ხანდაზმულთა თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარები ძირითადად სოციალურად დაუცველები არიან, მათი მოვლა და პატრონობა, მათზე მზრუნველობა, სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა თავშესაფარში, მოთავსებული ბენეფიციარების მომსახურების სუფსიდირებას, კერძოდ: ქალაქ ოზურგეთში, მეცნიერების ქ №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით დაფინანსება.
2. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე.
2. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესწორებები ბენეფიციართა საქმეებში.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მერის ბრძანების საფუძველზე.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების
გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016063).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი 1ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში პირის მოთავსების თანადაფინანსების წესსა და პირობებს.თავი I
სოციალური დახმარების სახეები