ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2017 წლის 25 იანვარი ქ. ოზურგეთი |
|
ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ფინანსური დახმარება;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;
დ) ვეტერანთა დახმარების პროგრამა;
ე) ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
ვ) ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა;
ზ) უსინათლო პირთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
თ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
ი) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა;
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა;
ლ) კომუნალური სუბსიდირება;
მ) “C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის კვლევის დაფინანსება;
ნ) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (ბინის ქირით უზრუნველყოფა);
ო) შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა;
პ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა;
ჟ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი დახმარება);
რ) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროგრამა;
ს) საქველმოქმედო ასოციაცია „ გურია“;
ტ) მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
უ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის „მზის სხივი“ პროგრამული დაფინანსება;
ფ) ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფულადი სოციალური დახმარების სახეებიდან - მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პერიტონალურ შემთხვევაში) და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება ბინის ქირის უზრუნველყოფითვ - ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 57 0001-დან 150 0001-მდე, მიიღებენ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. მონაცემები ცვალებადია. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები, დარეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0 - დან 57 0001 - მდე, უფლება აქვთ მიიღონ ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამჯერ (საახალწლოდ, სააღდგომოდ და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით) სულ 300 ლარი.
ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.
3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);
დ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის მონაცემები.
პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე.
1. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);
დ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის მონაცემები.
1.1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული (სამაჩაბლოდან ან აფხაზეთიდან) ოჯახისათვის, კომუნალური გადასახადებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
1.2 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფი იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების სახით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები მისი ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
1.3 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სამედიცინო დაწესებულებიდან (კლინიკიდან) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
2.1 კომუნალურ გადასახადებსა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით დახმარების შემთხვევაში:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები.
2.2 სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების შემთხვევაში:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
ე) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
ვ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები.
2.3 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევაში:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა;
ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა).
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანებისათვის 1941-1945 წწ. 9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი აღსანიშნავად) ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 2008 წელს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლებში დაღუპულთა, ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
პროგრამის სუბიექტი:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის ვეტერანები და მათი ოჯახები.
პროგრამით სარგებლობის მსურველი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ომის ვეტერანის (მონაწილის) დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ე) მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.
ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ე) ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
ვ) მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.
3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, „ოჯახის წევრად“ ჩაითვლება: ა) მშობელი (მშვილებელი); ბ) შვილი (ნაშვილები); გ) მეუღლე; დ) და-ძმა; ე) ბებია-ბაბუა; რომლებიც ეწევიან საერთო მეურნეობას.
4. გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახზე, გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების სახით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი თანხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის / მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ხანდაზმული პირის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;
ე) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
3. თითოეულ ხანდაზმულ პირზე, დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთჯერადად გაიცემა 200 (ორასი) ლარი.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მხედველობით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
3. უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მეურვის წერილობითი განცხადება;
ბ) მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
3. დედ-მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად გაიცემა მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სტაციონარის მიერ გაცემული ცნობა დიალიზის პროგრამით მოსარგებლის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
დ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები.
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ირიცხება სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში ქულით (0 - დან 100 001-მდე) დახმარება და მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი სარეიტინგო ქულით 57 001-დან 100 001-მდე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარეგდინება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს.
3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) წინა გადახდის ქვითარი (იდენტიფიკაციისათვის).
1. „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიების ჩასატარებლად აუცილებელია დაავადების სტადიის გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ჩართული იქნენ სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამაში, თითო ბენეფიციარისათვის თანხა შეადგენს 330 ლარს, გადახდა განხორციელდება დაავადების სირთულის შესაბამისად წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);
დ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო კლინიკიდან;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ან იმის შესახებ, რომ ბენეფიციარის ოჯახი არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ბინის გამქირავებლის წერილობითი განცხადება;
ბ) ბინის დამქირავებლის წერილობითი განცხადება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ) ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
ე) დოკუმენტი ბინის საკუთრების შესახებ;
ვ) ბინის მესაკუთრესა და განმცხადებელს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება;
ზ) ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიში.
3. ბენეფიციარის ბინის ქირით უზრუნველყოფის ოდენობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 125 (ას ოცდახუთი) ლარს.
1.1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57.001-დან 120.001-მდე სარეიტინგო ქულით;
1.2 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 150.001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანადაფინანსებას წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, შემდეგი პროპორციით:
ა) 0-დან 500 ლარამდე – 70%-მდე თანადაფინანსებით;
ბ) 501-ლარიდან – 1500 ლარამდე –400 (ოთხასი) ლარის ოდენობის თანადაფინანსებით;
გ) 1501-ლარიდან ზემოთ – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის თანადაფინანსებით.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა;
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის (I ჯგუფის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქის (რომელსაც მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – I ჯგუფი) ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
1. პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით სოციალური მიმართულების პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებების მოსარგებლეების (ბენეფიციარების) არც ერთ კატეგორიას და დახმარების მიღებაზე თხოვნით მიმართვის დროს განიცდიან მათთვის დაუძლეველ, უკიდურესად მწვავე ეკონომიკურ სივიწროვეს. გადაწყვეტილება ასეთ ოჯახებზე ფინანსური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ მიიღება სამუშაო ჯგუფის მიერ.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.
3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლის წარმოდგენასაც კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროდ ჩათვლის სამუშაო ჯგუფი;
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით.
2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება (ანაზღაურდება):
ა) ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
ბ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
გ) ბენეფიციართა ყოველდღიური უზრუნველყოფა ორჯერადი კვებით;
დ) კომუნალური მომსახურების ხარჯები;
ე) სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, პროფესიული და სხვა ტიპის უნარ - ჩვევების განვითარება;
ვ) სარეაბილიტაციო, სპორტულ - გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი).
3. სოციალურ დახმარებაზე ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობის საკითხს შეისწავლის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური განყოფილება, რომელიც, აღნიშნული საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
1. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრში „მზის სხივი“ მოხდება უკიდურესად შეჭირვებულ ბენეფიციართა მომსახურების დაფინანსება.
2. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება (დაფინანსდება):
ა) სანიტარიულ-ჰიგიენიური მომსახურების ანაზღაურება;
ბ) კომუნალური მომსახურების (შუქი, გაზი, წყალი, ინტერნეტი,ტელეფონი) ხარჯები;
გ) დაცვისა და იჯარის ხარჯები;
დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები;
ე) საკანცელარიო და საოფისე ინვენტარის შეძენისა და მომხახურების ხარჯები;
ვ) ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად მოხდება ხარჯების ანაზღაურება.
2. კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. განყოფილება პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური სოციალური დახმარებით მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე.
3. წინამდებარე წესის მე-11 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამების ბენეფიციარებზე გასაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოფილი იყოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაინტერესებულ წევრთა მონაწილეობის შესაძლებლობა.
2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.
3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში რეგისტრაციისას წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოების განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში.
4. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება განყოფილებას შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის.
5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განყოფილება უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განყოფილება არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე.
2. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. განყოფილება უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ.
4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, განყოფილების უფროსის მიერ ეგზავნება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის 1.3 პუნქტსა და მე-15 მუხლის 1.2 პუნქტში გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს განყოფილების დასკვნის გარეშეც, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და განყოფილების დასკვნის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების
გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016107).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართიწინამდებარე წესი აწესრიგებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირების ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას.თავი I
სოციალური დახმარება