„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №78 |
|
2015 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი |
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. წინამდებარე რეგლამენტის დებულებები გამოიყენება ECMT-ის ნებართვების საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას.“.2. პირველი მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა იქნეს გამოყენებული (ამ მუხლის 23 და 24 პუქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2014 წლის იანვრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში - 2014 წლის სახელმძღვანელო) №4, №5 და №6 დანართებით განსაზღვრული ECMT-ის სერტიფიკატების ახალი ფორმები, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე წესის №11, №2 და №3 დანართებში.”.
3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები:
„23. 2015 წლის 1 იანვრიდან სატვირთო ავტომობილებისათვის, რომელთა ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას, უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ITF/TMB/TR/MQ(2014)1 ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა, რომელიც მოყვანილია წინამდებარე წესის №12 დანართში.
24. 2015 წლის 1 იანვრიდან მისაბმელებისათვის (ნახევარმისაბმელების ჩათვლით), რომელთა ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას, უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ITF/TMB/TR/MQ(2014)3 ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა, რომელიც მოყვანილია წინამდებარე წესის №21 დანართში.“.
4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1 დანართში („EURO 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და №11, №12 დანართებში („EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, ”EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №2, №21 დანართებში) ავსებენ და გასცემენ ან:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს;
ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა;
გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.“.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტესტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები №5, №51, №6, №61 და №7) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ტესტირების ცენტრში.“.
6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები №5, №51);“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები №6, №61);“.
7. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები №1, №11, №12, №2, №21 და №3) ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ქართულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში (დანართი №8), ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.“.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ECMT სერტიფიკატის ბლანკები
ECMT სერტიფიკატის ბლანკები იბეჭდება:
ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართები №1, №11, №12);
ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია ყვითელ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართები №2, №21);
გ) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატი – სტანდარტულ თეთრ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართი №3).“.
9. წესს დაემატოს: №12 დანართი („ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT–ის სერტიფიკატი სატვირთო ავტომობილის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას“); №21 დანართი („ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT–ის სერტიფიკატი მისაბმელის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას“); №51 დანართი („უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი სატვირთო ავტომობილის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას“) და №61 დანართი („ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი მისაბმელის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას“) თანდართული რედაქციით.
|
სერტიფიკატი №:
ორგანო (ები)2,
[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება(ები) და ბეჭედი(ები)]
ამით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს (EC) დირექტივების დებულებებს და ადასტურებს, რომ ამ ოქმში დატანილი მონაცემები სწორია.
ძრავის სიმძლავრე
მოთხოვნები ხმაურისა და გამონაბოლქვების მიმართ
დანართი №12 (მე-2 გვერდი) უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
თბილისი
ადგილი თარიღი ხელმოწერა(ები) და ბეჭედი(ები)14
დანართი №21 სერტიფიკატი №:
ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT–ს სერტიფიკატი მისაბმელის1, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას
ორგანო (ები)2,
[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება(ები) და ბეჭედი(ები)]
ამით ადასტურებს(ენ), რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს (EC) დირექტივების დებულებებს, და ადასტურებს(ენ), რომ ამ ფურცელზე დატანილი მონაცემები სწორია.
მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
თბილისი
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი6
ტესტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, მისამართი, ტელეფონი და ბეჭედი
ამით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა და/ან ევროკავშირის (EU) ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებს, რომ ამ ოქმში დატანილი მონაცემები სწორია.
ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
გამომცდელ(ებ)ი: ------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------- თანამდებობა, სახელი გვარი ხელმოწერა ----------------------------------------------------------------------------------- ----------------------------- თანამდებობა, სახელი გვარი ხელმოწერა ხელმძღვანელი: ---------------------------------------------------------------------------------- ---------------------------- სახელი გვარი ხელმოწერა
ბ.ა. ------------------------------ თარიღი
დანართი №61
ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი № მისაბმელის1, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას
თბილისი
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.018463.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №78, 23.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018463 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2740806/