„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №521 |
|
2017 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრი (შემდგომში − ინსპექტირების ცენტრი) – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ECMT-ის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობის დასადგენად და აკრედიტებულია დადგენილი წესით;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებსა და დასკვნას ავტოსატრანპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.“;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექტირების ცენტრი განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს სამუშაოებს სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მისაბმელის (ნახევარმისაბმელების) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებსა და სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან შესატყვისობის დასადგენად.
2. ინსპექტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები: №5, №51, №6, №61 და №7) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ინსპექტირების ცენტრში.
3. ინსპექტირების ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ასს-ის ინსპექტირების ანგარიშს.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები: №5, №51);“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები: №6, №61);“;
გ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისამბელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმი (დანართი №7);“;
დ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმი (დანართი №7);“.
|