„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№777
სარეგისტრაციო კოდი
270000000.10.003.022501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №777

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2020, 270000000.10.003.021808) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების“:

1.  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შრომის ინსპექცია –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური  (შემდგომში − შრომის ინსპექციის სამსახური);

გ) შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი – მთავარი შრომის ინსპექტორი;

დ) შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილი პირი − ყველა ის პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელით;

ე) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი (შრომის ინსპექტორი) – შრომის ინსპექციის სამსახურში დასაქმებული პირი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ სამსახურს და უშუალოდ მონაწილეობს ობიექტის ინსპექტირებაში;“;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინსპექტირება – ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;  

თ) განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება) − ობიექტზე, დარღვევის/დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული ვადის შემდეგ, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განმეორებით განხორციელებული ინსპექტირება;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ნაწილობრივი ინსპექტირება – კონკრეტული დასაქმებულის ან/და დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფის სამუშაო ადგილის ინსპექტირების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ობიექტის ნაწილობრივ (სამუშაო სივრცის ნაწილი, კონკრეტული სამუშაო ადგილი, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.) შემოწმება.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2020.
როდის იქნა მიღებული „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №777. სარეგისტრაციო კოდი — 270000000.10.003.022501.
რამდენი მუხლისგან შედგება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №777, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.022501 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5061008/