გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალურ კონვენციურ სამსახური განკარგულება N1/2015-44

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის უფროსის

განკარგულება1/2015-44

2015 წლის 27 თებერვალი

 ქ. თბილისი

გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის მომსახურების საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის დებულების მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის მომსახურების საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი          გ. დოხნაძე

 

 

გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის მომსახურების საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების შესახებ

ინსტრუქცია

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის მომსახურების საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) ადგენს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის (შემდგომში-სამსახური) მიერ გაწეული მომსახურების აგრეთვე ამ მოქმედებასთან/მომსახურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომსახურების ვადებს და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთვე სამსახურისათვის განკუთვნილი საფასურის ოდენობას.

    მუხლი 2. მომსახურების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება

მომსახურების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაური (შემდგომში – საზღაური) არის სამსახურის მიერ მომსახურების შესრულებისათვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი და რომელიც ირიცხება სამსახურის ბიუჯეტში .

საზღაურის გადახდის საფუძველია მომსახურების მიმღები დაინტერესებული პირის წერილობითი ნებართვა ან მოთხოვნა მომსახურების მიღების შესახებ.

    მუხლი 3. საზღაურის ოდენობა

1. სამსახურის მიერ გასაწევი მომსახურების საზღაური ს ოდენობა და საზრაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ წესით.

2. სამსახური უფლებამოსილია მომსახურების მიღებ დაინტერესებულ პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეთანხმდეს ამ წესისაგან განსხვავებული ოდენობის მომსახურების საზღაურის განაკვეთზე თუ

ა) გასაწევი მომსახურება მოითხოვს განსაკუთრებულ ადამიანურ ან ტექნიკური რესურსების გამოყენებას და ამ წესის მიხედვით დადგენილი მომსახურების განაკვეთი ნაკლებია და არაპროპორციულია გასაწევი მომსახურებისათვის სამსახურის მიერ გასაწევ მომსახურებასთან;

ბ) მომსახურების მიმღები პირი არის გადახდისუუნარი და მის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

3 . საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება გასაწევი მომსახურების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.

    მუხლი 4. მომსახურების ანაზღაურების წესი

1. ამ წესის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება სამსახურის მიერ გაწეული ნებისმიერი მომსახურება გარდა :

ა) განცხადების რეგისტრაციის ან განცხადების წარმოებაში მიღების მომსახურება ;

ბ) იმ ვალდებულების შესრულება, რომლის შესრულებაც სამსახურს კანონმდებლობით ეკისრება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. საზღაური გადაიხდევინება კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარ მომსახურების მიღებამდე .

3. საზღაური გადახდილი უნდა იქნეს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის მიმდინარე ანგარიშსწორების ანგარიშზე ან სამსახურში ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

    მუხლი 5. საზღაურის გადახდევინების ვადა

1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების მიღებამდე .

2. სამსახური უფლებამოსილია არ გასცეს მასთან მომსახურების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე.

3. სამსახური ვალდებულია:

ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს მომსახურების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები.

4. სამსახური მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზღაურის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში სალაროს შემოავლის ორდერი.

5. სამსახური ვალდებულია, ეს წესი დადგენილი წესის შესაბამისად გამოაქვეყნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გახადოს იგი საჯაროდ.

თავი II

მომსახურების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი

    მუხლი 6. მომსახურების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები

1. სამსახურის მიერ გასაწევი მომსახურების დადგენილი საზღაურის განაკვეთებია:

 

მომსახურების დასახელება

საზღაურის ოდენობა (ლარში)

1

 

დოკუმენტის საარქივო ასლის ან ამონაწერის გაცემის მომსახურების საზღაური

ასლი - 1 A4 ფორმატის ქაღალდი- 5,00 ლარი

ამონაწერი- 10,00 ლარი

2

 

სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საზღაური

15,00 ლარი

3

მოწმობის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საზღაური

5,00 ლარი

4

 

სტაჟირების საზღაური

 100,00 ლარი

5

 

სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საზღაური

 20,00 ლარი

6

 

მოწმობის გაცემის მომსახურების საზღაური

12,65 ლარი

7

პროგრამაში მონაწილეობის საწევრო შენატანი

15,00 ლარი

8

დაჩქარებული მომსახურების საზღაური

 1 სამუშაო დღეში - 5,00 ლარი

2 სამუშაო დღეში- 4,00 ლარი

5 სამუშაო დღეში- 3,00 ლარი

10 სამუშაო დღეში- 2,00 ლარი

თავი III

 ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი

    მუხლი 7. მომსახურების შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება კონკრეტული მოქმედება, ვალდებულია აანაზღაუროს მომსახურებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო, მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგრეთვე მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

2. თუ მოქმედება შესრულებულია სამსახურის ადმინისტრაციული ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება სამსახურის მოსამსახურისა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 50 0 ლარს.

3. თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე დახარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ საათამდე დახარჯული დრო – ერთ საათად.

თავი IV

მომსახურების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაურის გასაჩივრების წესი

    მუხლი 8. გასაჩივრება

პირს, რომელსაც მოქმედების შესრულებისათვის და სხვა სახის მომსახურების გაწევისათვის გადახდევინებული საზღაური არასწორად მიაჩნია, უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 9. სამსახურის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა

სასამართლოს მიერ საზღაურის უკანონო გადახდევინების ფაქტის დადგენისას სამსახური აბრუნებს საზღაურს და პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 10

1. წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად რომელიც ექვემდებარება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებას.

2. წინამდებარე ინსტრუქციის გაუქმება ხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად რომელიც ექვემდებარება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებას.