სს"გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ
2015 წლი ს 12 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებლები - 1 - სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველი გიორგი ჩუმაშვილი
2 - სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუნუ ფორჩხიძე
მოთხოვნა - სს „გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე განცხადებით მ ი მართეს სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველმა გიორგი ჩუმაშვილმა და სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუნუ ფორჩხიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 6 მარტს შემდეგი დღის წესრიგით:
1.1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება;
1.2) სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;
1.3) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის წინაშე რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;
1.4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2015 წლის 6 მარტის კრედიტორთა კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული ყოფილიყო მეორე კრება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს იგივე დღის წესრიგით, 2015 წლის 16 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი