ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.151.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2015
matsne.gov.ge 363 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.12.2015 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.12.2014 ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.05.2016 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.12.2014 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 16.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2015 წლის 19 მარტი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა  და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის  N449 დადგენილების შესაბამისად,        ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის  პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის  წესი მუხლი 1🔗. პრემიის წესის რეგულირების სფერო  ეს წესი განსაზღვრავს ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა  და საჯარო მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები 1.პრემია გაიცემა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე და საჯარო მოხელეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათის. 2. პრემიის გაცემა ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. 3. პრემიის გაცემის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და  მოტივიზაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1.მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირების  მიმართ პრემიის  გაცემის გადაწყვეტილებას  იღებს გამგებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ  აქტს (ბრძანებას). 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს. 3.პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა  და დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე იღებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის ინიციირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირებზე გაცემული პრემიის შესახებ. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის პერიოდი და ოდენობა 1.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში  დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია ასევე გაიცეს  არაუმეტეს წელიწადში სამჯერ საქართველოს შრომის კოდექსით  განსაზღვრულ    უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპის დაცვით.