„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.018499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. №2 დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსებული სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება ან/და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება;

ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარისა და პრაქტიკოსის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება ან/და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება;“.

2. №2 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ბ) გიორგი შარვაშიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გ) მაია ბითაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

დ) რატი ბრეგაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ე) ემირ ეთერია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი;

ვ) ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.

3. №2 დანართის მე-8 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების გადავადების ან გაუქმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.“.

4. №2 დანართის მე-9 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „ვ) უფლებამოსილია, ბენეფიციარის იდენტიფიკაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2015.
როდის იქნა მიღებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №114. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.018499.
რამდენი მუხლისგან შედგება „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №114, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018499 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2778294/