„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №611 |
|
2018 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 თავის 4.2.4 პუნქტის პირველი და მე-2 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საჰაერო სივრცეში ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები სასაზღვრო პოლიციასთან ურთიერთქმედებაში, საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვის მიზნით, ახორციელებს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვას.
საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენელი ნაწილი, გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში. მშვიდობის დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას.“.
2. მე-5 თავის 5.12 პუნქტის:
ა) 5.12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.12.1. მიზნები
ხელისუფლება უზრუნველყოფს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების ურღვეობასა და მოსახლეობის უსაფრთხოებას საზღვრისპირა რაიონებში. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების თანამშრომლობა.“;
ბ) 5.12.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.12.3. წინადადებები/რეკომენდაციები
უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმები, რათა განაწილდეს პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებსა და სხვა უწყებებს შორის ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორებიცაა – შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა ინციდენტები სახელმწიფო საზღვარზე.“.
|