საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 125<sup>3</sup> მუხლით, 135-ე და 135<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125<sup>3</sup> მუხლით, 135-ე და 135<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამო­წერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.132.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,925 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დაბრუ ნების თარიღი
გვარი სახელი
საჯარიმო ქვითრის (ოქმის)     № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძვლები შენიშვნა საჯარიმო ქვითრის (ოქმის)     №
საჯარიმო ქვითრის (ოქმის)     № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 13.04.2018 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.01.2022 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​<sup>2</sup> მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​<sup>1</sup> მუხლით, 135-ე-135​​​<sup>5</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​<sup>2</sup> მუხლით, 135-ე-135​​​<sup>5</sup> მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.05.2020 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.04.2025 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 125​3 მუხლით, 135-ე და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​3 მუხლით, 135-ე და 135​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამო­წერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №8 2015 წლის 19 მარტი ქ. ბათუმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125​3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 125​3 მუხლის, 209​3 მუხლის მე-2 ნაწილის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240​1 მუხლის, 242–ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს: ა) ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად  დანართი 1-ისა;    ბ) ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“  მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  წარმოებისა  და  აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი,  თანახმად  დანართი 2-ისა;    გ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, თანახმად  დანართი 3-ისა;    დ)  საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა,  თანახმად  დანართი 4-ისა;    ე) დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად  დანართი 5-ისა;    ვ) დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი 6-ისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 15 ივლისის №41 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნების­თანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი          დანართი №1 ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ  საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წ ე ს ი მუხლი 1🔗 1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს.    2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე განსაზღვრული პარკირების წესების დაცვას ავტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ. მუხლი 2🔗 საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ავსებს  ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირი. მუხლი 3🔗 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ჩადენისას თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი (ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების მფლობელი) პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და დამრღვევი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.    2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო  ქვითრის (ოქმის) ყუა. მუხლი 4🔗 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციე­ლა მათი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელის მოწერით.   2. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.   3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.     4. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილს ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს: ა) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, კერძოდ ავტოტრანსპორტის კონკრეტული მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა; ბ) საჯარიმო ქვითრის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო; გ) მონაცემები სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თაობაზე -  ავტოსატრან­სპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი; დ) გადასაფხეკი ბარათის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და დარღვევის არსი; ვ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი; ზ) ქვითრის ჩაბარების ფორმა; თ) დამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი; ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა; კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი პირი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მონაცემებიც უფლებამოსილი პირის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა ან თუ ასეთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. 6. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.  7. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ან/და მისი დაზიანებისას ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით. 8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.  მუხლი 7🔗 1. პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოში (თანამდებობის პირთან).     2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს). დანართი №2 ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და  აღრიცხვა-ანგარიშგების წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ (შემდგომში-სამართალსუბიექტი) მიერ შესადგენი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.     2. ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება და დამცავი ნიშნები 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მზადდება სამართალსუბიექტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.   2. საჯარიმო ქვითრებით (ოქმებით) მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.    3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომერი. საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) პოლიგრაფიული წესით დაიტანება უწყვეტი თანმიმდევრობის, ინდივიდუალური (უნიკალური, განუმეორებელი) 6-ციფრიანი ნომერი.   4. დამზადებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა 1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად.    2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანე­ბისაგან.    3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყე­ნებასა და აღრიცხვა ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი 1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან საჯარიმო ქვითრების (ოქმების) გაცემა აღრიცხონ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №4 დანართში.    2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ.  დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის ,,შენიშვნის“ გრაფაში.   3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4).   4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.  მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2.  გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №5 დანართით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოწერის აქტის საფუძველზე აღირიცხება ჟურნალში, რომლის ფორმა დამტკიცებულია №6 დანართით, ხოლო ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ  წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 4. გამოსაყენებლად უვარისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №3         პირველი ნაწილი         საჯარიმო ქვითარი _        ადმინისტრაციულ                                          №000000 სამართალდარღვევათა ოქმი                          მანქანის ნომერი:                                                      თარიღი, დრო:                                       მოდელი:                                                       მდებარეობა: გადასაფხეკი ბარათის ნომერი:                                                       ქვითრის ჩაბარების ფორმა:                                               ქუჩა:                                     დარღვევა:                                           ასკ-ის                                        შენიშვნა:            უფლებამოსილი პირი:                                                                                                      უფლებამოსილი პირის სამკერდე ნომერი:                          ჯარიმის ოდენობა:                                                                                                                                                      ----------------------------------------------------                                                                                                              უფლებამოსილი პირის   ხელმოწერა დამრღვევის გვარი, სახელი: ------------------------------------------------------------- მისამართი: --------------------------------------------------------------------------------- პირადი № ---------- --------- -------- -------               ხელმოწერა----------------------- მე-2 ნაწილი                 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში                                №000000 -------------------------------------                                        ----------------------------------------   გადამხდელის სახელი, გვარი                                                                         ჯარიმის ოდენობა -------------------------------------                                        ---------------------------------------- გადამხდელის მისამართი                                                                         გადამხდელის  ხელმოწერა ---------------------------------------                                      ---------------------------------------            სახაზინო კოდი                                                                          ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების                                                                                                                     ან გადამხდელის მიერ. -------------------------------------             ხელმოწერა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მოქალაქეს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ  პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს  საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგე­ნილება 10 დღის ვადაში. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდე­ლობის შემთხვევაში  პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30  დღის ვადაში ჯარიმისა  და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორ­ციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით საქართ­ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლე­ბელია ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  --------------------------; ცხელი ხაზი: --------------------------. დანართი №4 საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის  ჟურნალი №  გაცემის თარიღი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) № საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე პასუხისმგებელი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  მიმღები პირი შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  N საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი შენიშვნა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა 1      2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17  დანართი №5 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტი № საჯარიმო ქვითრის (ოქმის)     № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძვლები შენიშვნა აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი:                                             ________________ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:                                                                                        ---------------------- ა(ა)იპ  ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის  სააგენტოს“  დირექტორი:                                                                                   ------------------------  დანართი №6 დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი № დაბრუ ნების თარიღი ჩამოწერის აქტის № საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ინდივი დუალური № საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამბრუნებელი პირი დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები პირი შენიშვნა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1     2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13