ა) ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი 1-ისა;
ბ) ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი 2-ისა;
გ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, თანახმად დანართი 3-ისა;
დ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი 4-ისა;
ე) დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად დანართი 5-ისა;
ვ) დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი 6-ისა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №8, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.132.016254 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2778619/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია