სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №537
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, დადგინდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყალის – „ფანშეთის“ საბადოზე არსებულ მე-2, მე-3 და მე-4 ჭაბურღილებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის შემდეგი მოთხოვნები:
1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (წყლის ჩამოსასხმელი საამქრო, დამხმარე ნაგებობები: ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსოები, საწარმოო ლაბორატორია და ყველა სხვა ნაგებობა, რომლის არსებობაც საჭიროა წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს გამართული ფუნქციონირებისათვის) მშენებლობა და ფუნქციონირების დაწყება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლის ვადაში;
ბ) უზრუნველყოს საწარმოში საქართველოს მოქალაქეების (სასურველია ადგილობრივი მოსახლეობის) დასაქმება, დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 30%-ის ოდენობით;
გ) უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტამდე მისასვლელი გზისა და გზის გასწვრივ მიწაყრილის მოწყობა გზის სავალი ნაწილის დაცვის მიზნით;
დ) სოფელ ფანშეთში ააშენოს დახურული ტიპის სპორტული დარბაზი და ღია ტიპის სპორტული სათამაშო მოედანი;
ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ააშენოს მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს ლიცენზიის გაცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“ მიღებულია 19.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №537. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018809.
- სად არის „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“, №537, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018809 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2783349/