თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება- შპს "რეფელარული ჰოსპიტალი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/23233-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/23233-14

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 208148011)

დირექტორი – თენგიზ კახიძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

2014 წლის 31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,რეფერალური ჰოსპიტლის’’ დირექტორმა თენგიზ კახიძემ და მოითხოვა შპს ,,რეფერალური ჰოსპიტლის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის საფინანსო ანგარიში; კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მეურვის საფინანსო ანგარიში და მოხდა კრედიტორთა ნაწილის მოთხოვნების აღიარება.

სასამართლომ კრებაზე საკითხების განხილვისას მიიჩნია, რომ კრედიტორთა კრება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს იგივე დღის წესრიგით. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

  

  :

1. კრედიტორთა კრება გაგრძელდეს იმავე დღის წესრიგით, 2015 წლის 16 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №1.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზე www. Tcc.gov.ge.  

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                                 თამარ ჭუნიაშვილი