საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
მიღების თარიღი 30.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.018529
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №144
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით:
მუხლი 1🔗
ყოველი წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს წინადადებებს საქართველოს მთავრობისათვის, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან მიმართებაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საბიუჯეტო პროცესში გათვალისწინების შესაძლებლობის თაობაზე.
მუხლი 2🔗
საქართველოს მთავრობა განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებებს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას შენიშვნებისა და რეკომენდაციების საბიუჯეტო პროცესში ასახვის მიზნით.
მუხლი 3🔗
სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებიდან გამომდინარე, ასევე ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და მონიტორინგის მექანიზმებს, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მითითებით.
მუხლი 4🔗
საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამოქმედო გეგმით დასახული ღონისძიებების შესრულებას.
მუხლი 5🔗
საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა უწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების/მიმდინარეობის თაობაზე.
მუხლი 6🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების თაობაზე ანგარიშს და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც მას გადასცემს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად.
მუხლი 7🔗
წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინების თაობაზე, ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად.
მუხლი 8🔗
წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტთან მიმართებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების თაობაზე, საქართველოს მთავრობის პოზიცია საქართველოს პარლამენტს წარედგინება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი