საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №547
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნიდერლანდების ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროს სუბსიდიარ RVO.NL-ს შორის „დარიშხანის შემცველი სამთო ნარჩენების მართვა საქართველოში“ პროექტის დაფინანსების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გამოუყოს 114 294 (ას თოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი