სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №593
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას “ ( ს/ნ №203866824 ) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრძელველში მდებარე 1978.2 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი (საკადასტრო კოდი - №73.00.006) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე 13266.4 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი (საკადასტრო კოდი - №51.00.379),უზუფრუქტუარის არსებობის ვადით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრძელველისათვის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 19.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №593. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018865.
- სად არის „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №593, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018865 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2795413/