სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარულება №1156
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ
– სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ (ს/კ: №203866824) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება;
ბ) თხოვების უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული უზუფრუქტის და თხოვების საგნების მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ
– სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 17.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1156. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021612.
- სად არის „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1156, 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021612 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3332303/