სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №797
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: 205169066) მისი არსებობის ვადით:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, სარგებლობაში გადასცეს ქ. ქუთაისში, ოცხელის ქ. №2-ში (ნაკვეთი №1-1) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა №6 - ფართით - 44.45 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.05.26.114);
ბ) თხოვების უფლებით, სარგებლობაში გადასცეს 630 კვტ-იანი ტრანსფორმატორი, KCO-366 ტიპის მაღალი ძაბვის 6,6 კვტ-იანი 6 ცალი კარადა და დაბალი ძაბვის 0,004 კვტ-იანი ШО-70 ტიპის 6 ცალი კარადა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის და თხოვების საგნის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 11.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №797. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021324.
- სად არის „სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №797, 11.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021324 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3283972/