„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.175.016074
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 1 აპრილი

ქ. მცხეთა

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს  63-ე მუხლის, საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცლილება ,,ქალაქ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №20 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №2-ში (matsne.gov.ge) და მუხლი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,მუხლი 4. მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:

უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულება, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 26 მარტიდან წარმოშობილ  სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი