„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.03.2015 ძალადაკარგული 01.04.2015
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.175.016072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2015 წლის 26 მარტი

ქ. მცხეთა

 

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცლილება ,,ქალაქ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ში(matsne.gov.ge, 010340000.35.175.016039, 20/11/2014) და მუხლი 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,მუხლი 5. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:

1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, თანაშემწეს, განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტსა და წამყვან სპეციალისტს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ:

ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი,  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ს ცოდნა.

ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი,  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა;

გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში  მუშაობის  ორწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა;

დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილების უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში  მუშაობის  ორწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა;

ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტს (იურიდიულ საკითხებში) მოეთხოვება: უმაღლესი იურიდიული განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლამდე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა;

ვ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს  მოეთხოვება:უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლამდე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა;

ზ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების წამყვან სპეციალისტს  მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლამდე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა;

თ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილების წამყვან სპეციალისტს  მოეთხოვება: უმაღლესი  განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლადე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა’’. 

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №2-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი



დანართი №2 
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერიის) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.


მუხლი 2. მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
 ა) სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომლებს მოეთხოვებათ:

უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთ წლამდე (განყოფილების უფროსისათვის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ქალაქ მცხეთის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო  განყოფილების თანამშრომლებს მოეთხოვებათ:

უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (განყოფილების უფროსისათვის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი,  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებს მოეთხოვებათ:

საშუალო განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;


მუხლი 3. მერიის  საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა  და  საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების  თანამშრომლებს მოეთხოვებათ:

  უმაღლესი  განათლება, საფინანსო-საბუღალტრო  სფეროში  მუშაობის  გამოცდილება ნებისმიერი ვადით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“,საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე: rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის ცოდნა, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა;

ბ) შესყიდვების განყოფილების  თანამშრომლებს მოეთხოვებათ:

 უმაღლესი განათლება,საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება  განყოფილების უფროსისათვის და საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება მთავარი სპეციალისტისათვის, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი,„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება, „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება, „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება, შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა.


მუხლი 4. მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულება, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა.

ქალაქ მცხეთის მ უნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის 1 აპრილის  დადგენილება №22 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.


მუხლი 5. განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
უმაღლესი განათლება ( სპორტის საკითხებში მომუშავე თანამშრომლისთვის საშუალო განათლება) საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი  ცოდნა.

მუხლი 6. მერიის  იურიდიული სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
უმაღლესი იურიდიული განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის  ორწლიანი გამოცდილება მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე და საჯარო სამსახურში მუშაობის  ერთწლიანი  გამოცდილება წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის  დებულება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11, მე-15, მე-17 თავები, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი  ცოდნა.

მუხლი 7. მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
უმაღლესი განათლება,  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების  სამსახურის დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ,“საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ,“ საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“,  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი  ცოდნა.

მუხლი 8. მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ
უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დებულება,  „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 150-ე მუხლები, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel,  ArchiCAD და AutoCAD-ის კარგი  ცოდნა;

მუხლი 9. მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  დებულება,  ქალაქ მცხეთის მუნციპალიტეტის  მერიის  სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება, საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“, საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“,  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა.

მუხლი 10. მერიის  შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ;
 უმაღლესი განათლება, (ფინანსურ საკითხებში მთავარი სპეციალისტისთვის უმაღლესი ეკონომიური განათლება), ერთ წლიანი  სამუშაო გამოცდილება (ფინანსურ საკითხებში მთავარი სპეციალისტისთვის საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, საქართველოს კანონი „შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა.

მუხლი 11. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
უმაღლესი განათლება, მუშაობის ორწლიანი გამოცდილება მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე და ერთ წლიანი სამუშაო   გამოცდილება წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 513, 533,55, 552,150-ე მუხლები, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer, ArchiCAd და  AutoCAD-ის  კარგი ცოდნა;

მუხლი 12. მერის თანაშემწეს მოეთხოვება;
უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის კარგი ცოდნა.