ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.04.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2015 წლის 6 აპრილი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესი (დანართი 1);
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს წესი „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, მუშაობის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი“ (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“) წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 2🔗.
სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა (სამუშაო ჯგუფის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრები).
2. სამუშაო ჯგუფის უფროსია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ხოლო წევრთა შემადგენლობაში შედიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სამსახურის მთავარი სპეციალისტები ან/და სპეციალისტები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ან/და სპეციალისტები.
3.შესასწავლი ხე-მცენარეების ადგილმდებარეობის მიხედვით სამუშაო ჯგუფს დაემატება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
მუხლი 3🔗.
სამუშაო ჯგუფის მუშობის წესი
1. სამუშაო ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტანილი განცხადება, ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა), ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის მოთხოვნით.
2. დაინტერესებულმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა)განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ან/და საჯარო რეესტრის ამონაწერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
3. სამუშაო ჯგუფის უფროსი უფლებამოსილია მისცეს დავალება სამუშაო ჯგუფის წევრებს, განხცადების ირგვლივ ადგილზე გასვლით მოიძიონ მასალები.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5.ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 4🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა)შეამოწმოს შემოსული განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებასთან და ამ წესთან.
ბ)მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ)განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (თანხმობა/უარი)უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებაში (აქტი).
მუხლი 5🔗.
სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება
1.სამუშაო ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ სამუშაო ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით.
2. სამუშაო ჯგუფი საკითხს განიხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში ამ წესის შესაბამისად.
3. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას ღებულობს აქტის ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის უფროსი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
ადგილწარმოშობის ცნობა
მუხლი 6🔗.
დაინტერესებული პირისთვის ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესი
1.„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გასცემს ადგილწარმოშობის ცნობას, რომელიც უნდა მო
იცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა)ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ)ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდნობა, თითოეული მორის - ჯიში(სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა;
გ)ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.
2.ამ წესის დაცვით გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა), მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დამადასტურებელ და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის აუცილებელ დოკუმენტს.