ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2015 წლის 6 აპრილი ქ. ბოლნისი |
|
2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი“ (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“) წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. სამუშაო ჯგუფის უფროსია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ხოლო წევრთა შემადგენლობაში შედიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სამსახურის მთავარი სპეციალისტები ან/და სპეციალისტები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ან/და სპეციალისტები.
3.შესასწავლი ხე-მცენარეების ადგილმდებარეობის მიხედვით სამუშაო ჯგუფს დაემატება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
2. დაინტერესებულმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა)განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ან/და საჯარო რეესტრის ამონაწერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
3. სამუშაო ჯგუფის უფროსი უფლებამოსილია მისცეს დავალება სამუშაო ჯგუფის წევრებს, განხცადების ირგვლივ ადგილზე გასვლით მოიძიონ მასალები.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5.ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა)შეამოწმოს შემოსული განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებასთან და ამ წესთან.
ბ)მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ)განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (თანხმობა/უარი)უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებაში (აქტი).
2. სამუშაო ჯგუფი საკითხს განიხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში ამ წესის შესაბამისად.
3. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას ღებულობს აქტის ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის უფროსი და ყველა დამსწრე წევრი.
ა)ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ)ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდნობა, თითოეული მორის - ჯიში(სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა;
გ)ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.
2.ამ წესის დაცვით გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა), მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დამადასტურებელ და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის აუცილებელ დოკუმენტს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.04.2015. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.158.016232.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კერძო საკუთრებაში განლაგებული ან მოპოვებული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016232 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2802712/