„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №159 |
|
2015 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების ღირებულება. ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ ლაბორატორიული ანალიზის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ლაბორატორიული ანალიზის ღირებულების ანაზღაურების დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.“.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ჰა-ს, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით:
ა) №3 დანართში აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 ჰა-ს;
ბ) 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების დასრულებამდე დასაშვებია, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება, შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) ჰა-ს.“.
3. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.“.
4. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ - №1 დანართი, №2 დანართი და №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციებით.
|
|
დანართი №1 - მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით:
დანართი №2 - თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით
დანართი №4 - ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით
|