1. ნებადართულია, ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტის არანაკლებ 85%-ის საწარმოებლად გამოყენებულია აღნიშნული ვაზის ჯიშის/ჯიშების ყურძენი;

გ) ღვინის შემთხვევაში – მოსავლის წელი, თუ ღვინის არანაკლებ 85% წარმოებულია აღნიშნულ წელს მოყვანილი ყურძნისგან;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული ღვინის/სპირტიანი სასმლის ფერის, შაქრიანობის, დამზადების მეთოდის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება;

ე) ქართული ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ღვინო“;

ვ) ცქრიალა ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ტრადიციული მეთოდი“, თუ ცქრიალა ღვინო ბოთლური მეთოდითაა წარმოებული;

ზ) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა ღვინის ხის კასრში დადუღების ან/და დავარგების შესახებ, თუ ღვინო ხის კასრში დადუღდა ან/და დავარგდა;

[
თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს შეადგენს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი;
(ამოქმედდეს 2028 წლის 3 იანვრიდან)]

[
თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს;
(ამოქმედდეს 2028 წლის 4 იანვრიდან)]

ი) ბრენდის შემთხვევაში – ბრენდის ასაკი ან დავარგების მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება ან შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილი აღნიშვნები;

კ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის თვისებრიობის, წარმოშობის ადგილის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ტიპის, სტილის ან/და სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარ წარმოდგენას არ შეუქმნის.

2. დასაშვებია, ექსპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორის მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3964 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3775 – ვებგვერდი, 14.12.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 14.12.2023