1. სერტიფიცირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5244 – სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.303
საქართველოს 2017 წლის 15
ივნისის
კანონი №973 – ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1019 – ვებგვერდი, 22.11.2021