შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება გამოიწვევს:

ა) აეროპორტის ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე;

ბ) საზღვაო ნავსადგურის/ტერმინალის დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე;

გ) საავტომობილო ტრანსპორტითა და რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების (სატრანსპორტო საშუალებაში, ავტოსადგურსა და რკინიგზის სადგურში) გაწევის სფეროში მოქმედი პირის დაჯარიმებას 500 ლარით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116

საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.

მუხლი1782. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116

საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020