1. საზოგადოებრივი კვების ან სავაჭრო ობიექტის მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არასერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5242 – სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.3