1. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიეთითოს ქართულ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე.

2. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიეთითოს მხედველობის ერთ არეში.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ.183

საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021