N 1816-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 25.06.2026
№ დოკუმენტი 1816-Vმს-XIმპ
სტატუსი ასამოქმედებელი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“ ქვეპუნქტი:

„ვ3) უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა;“.

 

2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად, ისე დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად.“.

 

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 313 მუხლი:

„მუხლი 313. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა

უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ნიშნავს ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის უფლების ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით შეზღუდვას.“.

 

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17211 მუხლი:

„მუხლი 17211. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა

1. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობა ან/და აღრიცხვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/ პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).

3. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ექვსმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად) ან უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით შეზღუდვას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ათავისუფლებს უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღრიცხვის ვალდებულებისგან.“.

 

5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე და 57-ე−572 მუხლებით, 573 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილისა), 575−583, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−662, 664, 67-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−761, 78-ე, 792 და 793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 822 და 825 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 85-ე−855, 86-ე, 871, 88-ე−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 და 1282 მუხლებით, 1283 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა), 1284, 1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 17211, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

 

6. 239-ე მუხლის 77-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„77. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, აგრეთვე ამავე კოდექსის 17211 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადო ფორმის დაცვით ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმების ფორმა, მათი შევსებისა და წარდგენის წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.“.

 

7. 2681 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ეს შეღავათი არ ვრცელდება საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, აგრეთვე ამ კოდექსის 1141 მუხლსა და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებზე.“.

 

8. 275-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 ნაწილი:

„14. ამ კოდექსის 116-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილებების/საჯარიმო ქვითრების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 31 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,25 ივნისი 2026 წ.

N1816-Vმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე