სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" - განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№07/182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს”

აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 6 მაისს 15:00 საათზე, ბანკის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, ლეონიძის (ყოფ. კიროვის) ქ.  №1.

დღის წესრიგი:

1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში.    

2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” გარე აუდიტის შედეგების შესახებ.    

3.  2014 წლის მოგების განაწილების შესახებ.                                                                                                                                                                                                                                                                                                           

            დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” დირექტორატში.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები, რომლებიც 2015 წლის 6 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2015 წლის 24 აპრილის 10:00 საათიდან 2015 წლის 5 მაისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.

 

გენერალური დირექტორი                                                                 სამირ ველიევი