„ნ. მიქელაძის, ხ. თოთლაძისა და ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№654
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №654

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 „ნ. მიქელაძის, ხ. თოთლაძისა და ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ნ. მიქელაძის, ხ. თოთლაძისა და ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №457 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ. მიქელაძის, ხ. თოთლაძის, ვ. გურგენიძისა და მ. სარჯველაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“.

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ხათუნა თოთლაძე და ვლადიმერ გურგენიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი