სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №676
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018967
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2015
matsne.gov.ge 722 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 18.12.2015 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ვაზისუბნის მამულისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №843 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 10.03.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 25.02.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 25.02.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ ავთანდილ არჯევანიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 29.09.2016

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.address {} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.textexposedshow {} span.apple-converted-space {} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №676 2015 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის , დავით ისახანაშვილისათვის , პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე უძრავი ნივთები: 10 000 კვ.მ (1 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.26.094); 5000 კვ.მ (0.5 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.26.092); 218 000 კვ.მ (21.8 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.019);  350 000 კვ.მ (35 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.027); 39 740 კვ.მ (3.974 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.039) და 1 012 505 კვ.მ (101.2505 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.093) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 170000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ №01024070232).      2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:      ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;      ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:      ბ.ა) №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თითოეული უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 60%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება;      ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;      გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:      გ.ა) №72.09.26.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება;      გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;      დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:      დ.ა) №72.09.26.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 40 (ორმოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და არანაკლებ 40 (ორმოცი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება;      დ.ბ) ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;      ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების №1  დანართის შესაბამისად;      ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.      3. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.      4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი