ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 06.02.2020 სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 20.01.2020 „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 24.03.2016 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 12.06.2019 „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 11.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №197 2015 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 5​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესი და თანდართული რეესტრის ფორმა. 2. დაევალოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ხიზილალის მწარმოებელი  საწარმოების შიდა რეესტრის წარმოება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის საქართველოში ხიზილალის მწარმოებლი საწარმოების შესახებ მონაცემების სისტემური ერთობლიობა, რომლის მიზანია ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა. მუხლი 2🔗. რეესტრის წარმოების წესი 1. რეესტრს აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური. 2. რეესტრი იწარმოება ელექტრონული ფორმით.  3. ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შესახებ მონაცემები რეესტრში შეიტანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-5​1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სამინისტროში სრულყოფილად წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 4. რეესტრში რეგისტრაციისას ხიზილალის მწარმოებელ საწარმოს ენიჭება ინდივიდუალური კოდი. მუხლი 3🔗. რეესტრში შესატანი ინფორმაცია რეესტრში ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს შესახებ ინფორმაცია შეიტანება ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის თანდართული ფორმის მიხედვით. მუხლი 4🔗. რეესტრში დარეგისტრირებლი ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს ვალდებულება რეესტრში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს განხორციელებული ცვლილების შესახებ. მუხლი 5🔗. რეესტრის მონაცემების დაცვა და შენახვა რეესტრის მონაცემების განახლებას, შენახვას, დაცვას და გამოყენებას უზრუნველყოფს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.