გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.04.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2015 წლის 24 აპრილი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 117-ე მუხლისა და 135-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიღებისა და განცხადებების განხილვის პროცესის სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი“ (დანართი).
მუხლი 2🔗
საკრებულოს თანამდებობის პირებმა:
1. კონტროლზე აიყვანონ მოქალაქეთა მიღების დროს დასმული საკითხების აღრიცხვა და განხილვა.
2. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
მუხლი 3🔗
საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების წესისა და გრაფიკის გამოქვეყნება საკრებულოში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღება ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მოქალაქეთა მიღების გრაფიკში უნდა აღნიშნული იყოს საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი. თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი უნდა იყოს დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი). გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება შესაძლებელია დამტკიცებულ გრაფიკში აღნიშნული პერიოდის გარეშეც.
მუხლი 3🔗
საკრებულოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან მოქალაქეების მიღება წარმოებს ამ უკანასკნელთა წერილობითი ან ზეპირი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
მიღების დროს განიხილება მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი განცხადებები საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
მუხლი 5🔗
საკრებულოში მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში.
მუხლი 6🔗
საკრებულოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან მიღებაზე, განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მოქალაქეთა ჩაწერას და აღრიცხვას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 7🔗
საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება აგრეთვე შესაძლებელია მის მოადგილესთან შეხვედრის შემდგომ საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია, მოქალაქის განცხადების შესწავლისას დაადგინოს მისი შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, მასში დასმული საკითხის შესაბამისობა საკრებულოს კომპეტენციასთან და საქმის კონკრეტული გარემოებები, რისთვისაც უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და მიიღოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები საკრებულოს კომისიებიდან ან აპარატიდან, აგრეთვე აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის სისტემაში შემავალი სამსახურებიდან.
ბ) შეხვდეს საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მუხლი 9🔗
მოქალაქის განცხადება საქმის შესწავლილ გარემოებებთან ერთად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს. წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით საკრებულოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე წყვეტს მოქალაქის მიღების მიზანშეწონილობის საკითხს ან განცხადება/საჩივარს სათანადო რეზოლუციით გადასცემს შემსრულებელს.
მუხლი 10🔗
მოქალაქის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომლის ქმედება გასაჩივრებულია ამ განცხადებებით.
მუხლი 11🔗
მოქალაქის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შუამდგომლობით, საკრებულოს თავმჯდომარე აწარმოებს მოქალაქის მიღებას განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.