„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში - ავტონომიური რესპუბლიკა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და დამტკიცების, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისა და განხილვის, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების და აღმასრულებელი ორგანოს მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობას.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კანონით გათვალისწინებული ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.“.
3. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 ქვეპუნქტი:
„ა1) ცენტრალური ბიუჯეტი, წლიური ბიუჯეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი, ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებული ბიუჯეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაზუსტებული ბიუჯეტი - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული განმარტებების მიხედვით;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობა, თვითმმართველი ერთეული, საკუთარი, დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს;“;
გ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:
„ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;
ბ2) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;“;
დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:
„დ1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
დ2) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;
ე) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადგილობრივი ხელისუფლება - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;“;
ვ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;“;
ზ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;“;
თ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;“;
ი) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით, ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად და რომელთა განხორციელებისთვის პასუხისმგებელია ერთი მხარჯავი დაწესებულება;“.
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები
ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ამ კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. კონსოლიდირება
კონსოლიდირება გულისხმობს შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევას, გადასახდელების გადახდას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვას სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათ განთავსებას საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.“.
6. მე-14 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისათვის პასუხისმგებელია ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-15 პუნქტები:
„6. ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.
7. ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.
8. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონით, საბიუჯეტო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები:
ა) სესხის აღება და თავდებობა;
ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება.
9. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა.
10. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
11. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები:
ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ასევე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის;
ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
13. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
14. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა.
15. საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები, აგრეთვე სხვა ელექტრონული მოდულები, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო აღრიცხვა- ანგარიშგებასთან.“.
7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები
1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.
2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.
3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგენენ ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.
8. 25-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:
„ა.ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კანონით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.
9. 27-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
10. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. ასიგნებები რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიუღებლობის შემთხვევაში
საბიუჯეტო წლის დაწყებამდე რესპუბლიკური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით გასცემს თანხებს მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.“.
11. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან
1. სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის შემდეგ. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.”.
13. 33-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები უზრუნველყოფენ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზებას.
6. რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით. მიმდინარე რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების გაცემის უფლებამოსილება წყდება საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს, 24 საათზე.“.
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61, 62 და 63 პუნქტები:
„61. დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.
62. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.
63. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/ პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.“.
14. 331 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანით.
2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს თანხების გადანაწილება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო განსაზღვრავს ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში.
9. ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები (მათ შორის ახალი ღონისძიების დამატება) შესაძლებელია განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-სა.“.
15. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.
16. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიიმართება ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/ საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.
17. 38-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.“.
18. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.“.
19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 422 მუხლი:
„მუხლი 422. რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული რიგი ორგანიზაციების დაფინანსება
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ორგანიზაციების დაფინანსება გაგრძელდეს ავტონომიური რესპუბლიკის 2014-2015 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით არსებული ფორმით 2016 წლის 1 იანვრამდე.“.
ჩაქვი, 14 მაისი 2015 წ. N127-უ.ს.რ.ს.
|