სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) სახიფათო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) მნიშვნელოვან ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით;

გ) უმნიშვნელო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის ან სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშში სხვა უზუსტობის არსებობის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 29010 მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024