1. სამშენებლო ან სხვა მასალის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფრის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით.

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5564
– ვებგვერდი, 13.07.2016