მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია – 30.06.2017, №1194).
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.249
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5851 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.21
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
27
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
24
დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
[მუხლი 118
2
. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1
1
ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268
1
და 290
1
მუხლებით დადგენილი წესით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026