1. იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირისთვის სამართავად გადაცემა, რომელსაც არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, −
გამოიწვევს სპორტული დანიშნულების ავტომობილის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3831 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №91 - ვებგვერდი, 28.12.2024