1. „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა განმცხადებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამჟღავნებისა) „საქპატენტის“ მიერ ოფიციალურ ბიულეტენში მის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3034 – სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.1