1. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირის მიერ შეძენა/ფლობა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
5. პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის დამატებით საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩადენა –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.
7. ამ მუხლის მე-5 ან მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდა