წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №215 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1985 წ., მუხ.277

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3